კიევის ოლქის ქალაქ ბელაია ცერკოვში რუსული სამხედრო ძალის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 20 სახლი დაზიანდა, არიან დაშავებულები.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ავიაიერიში ბელაია ცერკოვზე: დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი. არიან დაშავებულები", - ნათქვამია განცხადებაში.
დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური მოსახლეობას აფეთქების შედეგების დაძლევაში ეხმარება.