მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო. მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ამის მიზეზი რუსული მხარის მიერ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევა გახდა.
ცოტა ხნის წინ ქალაქის მერის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ მარიუპოლი კვლავ დაიბომბა.