ავტორი:

რუსული დამოუკიდებელი არხის "დოჟდის" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული დამოუკიდებელი არხის "დოჟდის" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, „დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც 3 მარტს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას ომის გაშუქება გაურთულა. ინფორმაციის, რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს, გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.