ავტორი:

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის "უპრეცედენტო დონე" შენიშნეს - "დარწმუნებული იყავით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ინციდენტს"

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის "უპრეცედენტო დონე" შენიშნეს - "დარწმუნებული იყავით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ინციდენტს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შეინიშნება.

"უკრაინაში სამხედრო ოპერაციის კონტექსტში რამდენიმე უცხო ქვეყანაში ჩვენი ყურადღება რუსოფობიის უპრეცედენტო დონემ მიიპყრო. დარწმუნებული იყავით, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ამ ინციდენტს",- წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.