ამერიკული კომპანია Visa აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას წყვეტს.
"Visa იმუშავებს თავის კლიენტებთან და პარტნიორებთან რუსეთში, რათა ყველა ტრანზაქცია უახლოეს დღეებში შეწყვიტოს. რუსეთში გაცემული Visa ბარათების ტრანზაქციები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი Visa ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციებს აჩერებს ამერიკული კომპანია Mastercard-იც., კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ანტირუსული სანქციების ფონზე „გადაწყვიტეს შეაჩერონ ქსელის სერვისები რუსეთში“.
„ამ ნაბიჯით, რუსული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებს Mastercard ქსელის მხარდაჭერა აღარ ექნება,“- აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული Mastercard-ის გამოყენება შეუძლებელი იქნება რუსეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში.