სოციალურ ქსელში ქართველი პოეტის, რაულ ჩილაჩავას შესახებ ზაზა ცოტნიაშვილი ფოტოს და ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ჩილაჩავა კიევიდან. ჯერ დასავლეთ უკრაინაში გაიხიზნა, ახლა იძულებით პოლონეთს შეაფარა თავი.
ფოტოზე რაულ ჩილაჩავა ერთგულ მეგობართან, ჩიპასთან ერთადაა აღბეჭდილი.
"ჩვენი უძვირფასესი რაულ ჩილაჩავა კიევიდან ჯერ დასავლეთ უკრაინაში გაიხიზნა, ახლა იძულებით პოლონეთს შეაფარა თავი. ასეთ მძიმე სიტუაციაში ვერ მიატოვა ერთგული ჩაპა...ვუსურვოთ გამძლეობა და მალე კიევში დაბრუნება.საქართველო სიხარულით დაიბრუნებდა ასეთ მამულიშვილს", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.