ავტორი:

ბორის ჯონსონის 6-პუნქტიანი გეგმა პუტინის დასამარცხებლად - რას სთავაზობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარტნიორ ქვეყნებს

ბორის ჯონსონის 6-პუნქტიანი გეგმა პუტინის დასამარცხებლად - რას სთავაზობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარტნიორ ქვეყნებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა რუსეთზე წნეხი უნდა გააძლიერონ. ჯონსონმა ჩამოაყალიბა ექვსპუნქტიანი გეგმა პუტინის დასამარცხებლად.

დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ჯონსონი გეგმავს, უთხრას თავის კოლეგებს, რომ ისინი უნდა გაერთიანდნენ მისი გეგმის გარშემო, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამბიცია დამარცხდეს.

დაუნინგ სთრითის ინფორმაციით, გეგმა ქვეყნებს მოუწოდებს მოახდინონ "საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის მობილიზება უკრაინისთვის, მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში და მაქსიმალურად გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე“.

გეგმა ასევე მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს პარტნიორებს, „აღკვეთონ მცოცავი ნორმალიზება, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, უზრუნველყონ დიპლომატიური გზები დეესკალაციისკენ, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობის საფუძველზე და დაიწყონ სწრაფი კამპანია ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და მდგრადობის განსამტკიცებლად.“

”პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაინახონ, რომ მან აგრესიის ამ აქტში წააგო. არ არის საკმარისი გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ - ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამხედრო ძალის გამოყენებით წესების გადაწერის მუდმივი მცდელობისგან,“- ნათქვამია ბორის ჯონსონის გეგმაში.

BBC-ი ჯონსონის ექვსუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

  • მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის "საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ მობილიზება უნდა მოახდინონ
  • მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას "საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში“.
  • უნდა გაძლიერდეს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა.
  • საერთაშორისო თანამეგობრობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებების "მცოცავ ნორმალიზებას"
  • ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული თანამონაწილეობით
  • NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს უსაფრთხოების და სიმტკიცის გაძლიერების კამპანიის წარმოება