ავტორი:

რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას სთავაზობს - რას აცხადებენ "როსსელხოზნადზორში"

რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას სთავაზობს - რას აცხადებენ "როსსელხოზნადზორში"

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში, "როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ ისინი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას სთავაზობენ.

უწყების ცნობით, ნედლი პროდუქტის შეტანა შეეძლება ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც.

"როსსელხოზნადზორში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 5 მარტს, ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელი, სერგეი დანკვერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი.

წყარო: ekhokavkaza.com