ავტორი:

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს... ამას მშვიდად ვერ ვუყურებ" - თინა კანდელაკი

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს... ამას მშვიდად ვერ ვუყურებ" - თინა კანდელაკი

ჟურნალისტი, პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და ამჯერად ის რუს სპორტსმენებს უცხადებს სოლიდარობას.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და სანქციები სპორტსმენებსაც შეეხოთ. ისინი თითქმის ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოხსნეს.

თინა კანდელაკი "ინსტაგრამზე" წერს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უღალატა თავის ლოზუნგს - "სპორტი პოლიტიკის მიღმა.“

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს ამ რთულ დროს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უღალატა თავის ლოზუნგს - „სპორტი პოლიტიკის მიღმა.“

ამას ვერ ვუყურებ მშვიდად. 6 წელი ვხელმძღვანელობ სპორტულ არხს. ოდესმე, როცა ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება, სპორტი იქნება ის, რაც კვლავ გაგვაერთიანებს. სპორტსმენები იქნებიან პირველები, რომლებიც გარე სამყაროსთან ინტეგრირებას დაიწყებენ” - წერს თინა კანდელაკი.