ავტორი:

"თუკი ახლა გაჩუმდებით, მომავალში თქვენ ნაცვლად  სიღარიბე ისაუბრებს, პასუხს კი რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ“ - ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს

"თუკი ახლა გაჩუმდებით, მომავალში თქვენ ნაცვლად  სიღარიბე ისაუბრებს, პასუხს კი რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ“ - ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს

"ახლა, ამ დღეებში, ამ საათებში რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს სიცოცხლესა და მონობას შორის. დღეს, ხვალ, უახლოესი კვირა არის დრო, როდესაც ბოროტების დამარცხება აუნაზღაურებელი დანაკარგის გარეშე შეიძლება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვისას აღნიშნა, თუკი ისინი პროტესტს არ გამოხატავენ, მომავალში გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

"როდესაც დაფიქსირებული პოზიციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებით, ან დაპატიმრებით იმუქრებიან და არა გულაგ-ით, მატერიალური დანაკარგით და არა დახვრეტით, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ - სოციალურმა ქსელებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა, უცნობებმა, კოლეგებმა და ნათესავებმა თქვენი ხმა უნდა გაიგონ. ჩვენ, უკრაინელებს მშვიდობა გვსურს. რუსეთის მოქალაქეებო, თქვენთვის ეს ბრძოლა არამხოლოდ უკრაინის მშვიდობისთვის არის, არამედ ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი კარგისთვის, რაც მასში იყო - თავისუფლებისთვის, რომელსაც ხედავდით და შემოსავლისთვის, რომელსაც გრძნობდით.

თუკი ახლა გაჩუმდებით, მომავალში თქვენ ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ისაუბრებს, პასუხს კი რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.