ავტორი:

"ეს არის არა "სამხედრო ოპერაცია", არამედ ომი" - რომის პაპი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე

"ეს არის არა "სამხედრო ოპერაცია", არამედ ომი" - რომის პაპი უკრაინაში რუსულ აგრესიაზე

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის ნარატივს, "სპეციალური ოპერაციის“ შესახებ, უარყოფს.

რომის პაპის განცხადებით, უკრაინის სამხედრო კონფლიქტი "არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი“. ამასთან, ფრანცისკემ უკრაინას "წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც "ცრემლისა და სისხლის მდინარეები მოედინება“.

პაპმა ფრანცისკემ უსაყვედურა რუსეთს მისი ოფიციალური ნარატივის გამოც, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრა "სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", რომლის მიზანიც უკრაინის "დემილიტარიზაციაა“.

შეგახსენებთ, რომის პაპმა გასულ კვირას მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სთხოვა, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა კონფლიქტის ზონიდან გასვლა შეძლონ.