ავტორი:

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის პერსპექტივას განიხილავს

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის პერსპექტივას განიხილავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს, რათა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს.

"რაც შეეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს, გუშინ მე მქონდა ზარი პრეზიდენტთან და კაბინეტის სხვა წევრებთან ზუსტად ამ თემაზე. ახლა ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად შევხედოთ პერსპექტივას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ", - აღნიშნა მან.

როგორც CNN-ი წერს, დასავლური ქვეყნები, ამ ნაბიჯით უკრაინაში "არაპროვოცირებული შეჭრის” გამო, რუსეთის დასჯას კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან

მათივე ცნობით, ნავთობის ექსპორტზე სანქციები უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება, რაც სავარაუდოდ, ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს და მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში, რადგან რუსეთი მსოფლიოში ნავთობის ნომერ მეორე მწარმოებელია.