"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს უკვე მეორედ დააკავეს. "დროას" აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან იყვნენ შეკრებილები, მათ ადგილზე რუსული პროდუქტი მიიტანეს, რითაც გააპროტესტეს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული გადაწყეტილება.
პოლიციამ აქტივისტებს მოუწოდა, ტერიტორიაზე პროდუქტი არ დაეტოვებინათ, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.