ავტორი:

რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

რუსეთში დაიწყეს იმ მომღერლების დაბლოკვა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

სამი დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ, ოჯახთან ერთად, ქვეყანა დატოვა. მომღერალი მეუღლესთან და უმცროს შვილებთან ერთად კერძო თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალიშვილ კრისტინა ორბაკაიტესთან გაფრინდა, რომელიც ამ ქვეყანაში წლებია ცხოვრობს.

ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთი დატოვა მომღერალმა ზემფირამ, მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ და ჟურნალსიტმა ქსენია სობჩაკმაც. ესენი ის ადამაინები არიან ვინც უკრაინაში ომის დაწყების ფაქტი დაგმეს და ახლა რუსეთის რეჟიმს გაექცნენ.

გუშინ ორგანიზაციამ სახელწოდებით "რუსული მედია ჯგუფი“ განცხადება გაავრცელა. ჰოლდინგში შედის რუსულენოვანი სადგური "რუსული რადიო“ და ტელეარხი RU.TV. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი თანამშრომლობას წყვეტენ რუსეთში მოღვაწე პოპულარულ მომღერლებთან: პოტაპთან, ივან დორნთან, მაქს ბარკისთან, ნასტიასთან, ვერა ბრეჟნევასთან და ვალდერი მელაძესთან. ასევე რუსულ ჯგუფებთან" "აკვარიუმი“ და Маша 2. (იხილეთ: რა განაცხადა ვალერი მელაძემ)

"გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონი და სცენაზე მუსიკოსების რუსეთისა და მათი კოლეგების მიმართ მკვეთრი განცხადებები გახდა. რუსული მედია ჯგუფის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა არსებული კონტრაქტები ზემოთ დასახელებულ მუსიკოსებთან...“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰოლდინგი მომღერლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს აგრესიულად აფასებს და წერს, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მომავალში გარემოებებიდან გამომდინარე გადაიხედება.

ვალერი მელაძის რუსმა მხარდამჭერებმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. ისინი უკმაყოფილოები არიან, მომღერლის დაბლოკვით. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვალერი მელაძე მოხსნეს ყველა კონცერტიდან. კონცერტებზე გაყიდული ბილეთები კი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა უკან დააბრუნა.

იგივე შემთხვევა იყო ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის შემთხვევაში. როდესაც ასტრახანში ჩანიშნულ კონცერტზე მაყურებელმა ბილეთები დემონსტრაციულად კამერების წინ დააბრუნეს უკან, რაც აშკარად ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.

რუსეთში იმ მომღერლებლებს, რომლებმაც პუტინის სისასტიკე გააკრიტიკეს და პრეზიდენტს მშვიდობისკენ მოუწოდეს, მოღალატეებად მიიჩნევენ. კონსტანტინ მელაძის მეუღლემ ვერა ბრეჟნევამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ომი დამთავრდება და კონსტანტინი ისევ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.

გუშინ კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე, სადაც გაზაფხულის დადგომას აღნიშნავდნენ, სიაში სამი ქართველის გვარიც იყო. კონცერტამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ქეთა თოფურიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა უარი მონაწილეობაზე. ჯანმრთელობის პრობლემები მოიმიზეზა თამრიკო გვერდწითელმაც, სოსო პავლიაშვილმა კი საღამოზე რუს პუბლიკას უმღერა...

იხილეთ ასევე: