"რუსეთი საკუთარ ძალებს დედაქალაქ კიევზე გადამწყვეტი შეტევისთვის ამზადებს" - ამის შესახებ უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაიწყეს რესურსების შეგროვება ქალაქზე თავდასხმისთვის და ამ მიზნით ტანკები და მოტორიზებული ქვეითი დანაყოფები კიევთან ახლომდებარე ქალაქ ირპენისკენ მიიწევენ.
რუსი მეთაურები თავიანთ ძალებს ბელარუსიდან ჩერნობილის ზონის გავლით მიღებულ საწვავს აწვდიან.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცდილობენ ქალაქების : ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის და მიკოლაივის ალყაში მოქცევას.