ავტორი:

მორიგი კიბერთავდასხმა და უკრაინის დაბომბვის კადრები რუსული ტელეარხების ეთერში - რას აცხადებს Anonymous-ი?

მორიგი კიბერთავდასხმა და უკრაინის დაბომბვის კადრები რუსული ტელეარხების ეთერში - რას აცხადებს Anonymous-ი?

Anonymous-ის ცნობით, ჰაკერებმა რუსეთის ტელეარხებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მაყურებელს საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად უკრაინის დაბომბვის ამსახველი კადრების ნახვა მოუწია. აღნიშნული ინფორმაციის ამსახველ ვიდეოკადრებს ჰაკერთა დაჯგუფება "ტვიტერზე" აქვეყნებს.

როგორც Anonymous-ი წერს, 6 მარტს გატეხეს რუსული სერვისები Wink-ი და Ivi და რუსული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების დროს დაბომბვის კადრებთან ერთად, ომის საწინააღმდეგო მოწოდებებიც გაუშვეს.

"ეს ომი გაჩაღებულია პუტინის ავტორიტარული რეჟიმის მიერ რუსეთის ჩვეულებრივი ხალხის სახელით", - მსგავსი განცხადებები ისმოდა რუსული სატელევიზიო არხებიდან.

JUST IN: The hacking collective #Anonymous today hacked into the Russian streaming services Wink and Ivi (like Netflix) and live TV channels Russia 24, Channel One, Moscow 24 to broadcast war footage from #Ukraine. #TangoDown #OpRussia pic.twitter.com/2V8opv7Dg9
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) March 6, 2022

მათივე ცნობით, კიბერთავდასხმა ცოტა ხანს გაგრძელდა და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა მალევე აღდგა.

ცნობისთვის, ეს Anonymous-ის მიერ რუსულ სატელევიზიო მედიაზე კიბერთავდასხმის მეორე შემთხვევაა. მანამდე ჰაკერებმა რუსულ ტელეარხებზე უკრაინის ჰიმნი გაუშვეს.

მსოფლიო ჰაკერთა გაერთიანებამ პუტინს კიბერომი უკრაინაში შეჭრის გამო გამოუცხადა.