ავტორი:

"ოკუპანტები არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი... ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს, ტურებიც კი არ იქცევიან ასე" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"ოკუპანტები არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი... ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს, ტურებიც კი არ იქცევიან ასე" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"დრო, როდესაც რუსული ჯარის წვეულები დაიწყებენ სარდაფებში დამალვას იმისთვის, რომ ისინი ომში არ გაგზავნონ, სწრაფად გვიახლოვდება" - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები ძალების მობილიზებას ახორციელებენ კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და მიკოლაევზე თავდასხმის ახალი ტალღის განსახორციელებლად.

რეზნიკოვმა ასევე განმარტა, რომ იმ დიდი დანაკარგის გამო, რომელიც მტერმა საბრძოლო მოქმედებების დროს განიცადა, ახლა მისი შეტევის ინტენსივობა შემცირებულია.

"თუმცა რუსი ოკუპანტები თავისი ძალებისა და რესურსების კონცენტრირებას ძირითადად კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მიკოლაევის მიმართულებით ცდილობენ. ფხიზლად ვართ! რუსული ჯარები ყველა მიმართულებით მიიღებენ მკაცრ წინააღმდეგობას,“- განაცხადა რეზნიკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისით მოგუდონ.

"ქალაქის ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელსაც კი, რომ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები . ეს მარტივი არ არის. რუსი ტერორისტები ხომ სიტყვას არ ასრულებენ. ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი. ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს.

ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ტურებიც კი არ იქცევიან ასე,“- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე ინფორმაციით, 140 ათასზე მეტი უკრაინელი, უმეტესად მამაკაცები დაბრუნდნენ ევროპიდან უკრაინის დასაცავად.

"უკვე 20 ათასი განაცხადია უცხოელების მხრიდან, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ჩამოსასვლელად და მსოფლიოს რუსი ნაცისტებისგან დასაცავად, რათა კრემლის ბოროტება არ გავრცელდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.