"როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, რომ ისხდნენ მყუდრო კაფეში პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში ან ბუდაპეშტში - უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც იმ მომენტში ნადგურდება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
პოდოლიაკის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მათი „ქალაქები, მომაკვდავი, მაინც იბრძვიან“.
"როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, რომ ისხდნენ მყუდრო კაფეში, პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ბუდაპეშტში, ნელ-ნელა სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ იმ მომენტში ნადგურდება, მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავი, კვლავ იბრძვიან“, - წერს პოდოლიაკი.