ავტორი:

"უკრაინა გაიმარჯვებს - დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს ვერ წარმოედგინათ" - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"უკრაინა გაიმარჯვებს -  დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს ვერ წარმოედგინათ" - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა.

"მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის ფასი აუტანელი გახდება რუსეთისთვის.

"პრეზიდენტი პუტინი რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე: ან მიიღოს რუსეთის ფუნქციონირებისთვის არსებითი შედეგები, ან დაიწყოს მოლაპარაკებები,“- განაცხადა ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეაკავებს პუტინის შემდგომ აგრესიას.