ავტორი:

"ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის" - რა განცხადებას აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე?

"ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის" - რა განცხადებას აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე?

მაშინ, როდესაც რუსეთს მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო საქნციებს უწესებს, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქართული რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანის თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ამის წინააღმდეგი არც საქართველოს ხელისუფლებაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობაზე გადაწყვეტილებას მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ხელისუფლების ყველა შტოს მიერ გაცხადებულია, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადეთ უკრაინას ჩვენს მეგობარ ხალხს. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები ამ ეტაპზე, არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების, ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს და შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძის პროდუქტების ექსპორტი ჩვენი კომპანიებისთვის შესაძლებლობაა, რომ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ჩვენი კომპანიებისთვის არის შესაძლებლობა, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.

"რძისა და რძის ნაწარმის რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ექსპორტზე დაშვებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი მეწარმეებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციაზე და წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მარკეტინგულ კომპანიებთან და ვმუშაობთ ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი აშშ, ჩინეთი და ა.შ. ამ სამუშაოების შედეგად გვაქვს კონკრეტული შედეგებიც და წელს რეკორდული ექსპორტი გვქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას კომპანიებთან ერთად და ბაზრის დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამის ნაწილია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი. პირველ რიგში, ამ მიმართულებით ევროკავშირთან ვმუშაობთ და ამაში ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო. გვაქვს კონკრეტული შედეგიც, ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი. ამ პროცესის გაგრძელებაა სწორედ ეს საკითხი - რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ეს პროცესი დაიწყო კომპანიების თხოვნით, 2020 წელს დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, ამუშავონ თავისი სიმძლავრეები და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები,“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.