"ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია 5 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ.
"მიხეილ სააკაშვილი სრულ იზოლაციაში ჰყავთ, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შიშის ფაქტორია“, - გვითხრა ამ დილით "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულება გრიგოლ ვაშაძემ და მეუფე ნიკოლოზმა შეძლეს.
"თანდათან ვარკვევთ მის მდგომარეობას. ხუთი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან არავის უშვებდნენ, მის ადვოკატებსაც კი, ამიტომ მისი ჯანმრთელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ხელისუფლება მასთან კომუნიკაციას იმ მოტივით ზღუდავს, რომ ეშინია. ხელისუფლება ელოდება რით დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ამბავი, ამის მიხედვით მოუწევთ მოქმედება და ამიტომ ურჩევნიათ, სრულ იზოლაციაში მოაქციონ მესამე პრეზიდენტი. აქამდე არ გვქონდა ინფორმაცია, სიცხეების შემდეგ დაუდასტურდა თუ არა ექსპრეზიდენტს კოვიდი. დღეს მიხეილ სააკაშვილთან, როგორც იქნა, შეუშვეს გრიგოლ ვაშაძე და მეუფე ნიკოლოზი. მათი ინფორმაციით, სააკაშვილს ტესტი გაუკეთდა და კოვიდი არ დაუდასტურდა. ბატონი გრიგოლის თქმით, მიშა შიმშილობს და სუსტადაა, მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში ნონა მამულაშვილი.