ავტორი:

აშშ-მა და ნატო-ს სხვა ქვეყნებმა უკრაინას 17 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 2000 საზენიტო რაკეტა "სტინგერი“ გადასცეს - CNN

აშშ-მა და ნატო-ს სხვა ქვეყნებმა უკრაინას 17 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 2000 საზენიტო რაკეტა "სტინგერი“ გადასცეს - CNN

შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა წევრებმა უკრაინას 17000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 2000 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“ გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით СNN ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 24 თებერვლამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით უკრაინისთვის აღჭურილობის გადაცემა მოხდა.

ოფიციალური პირის თქმით, რომლის ვინაობასაც CNN არ აკონკრეტებს, 350 მილიონი დოლარის ღირებულების „აშშ-ს უსაფრთხოების დახმარების პაკეტის“ "აბსოლუტური უმრავლესობა" უკვე გადაეცა ოფიციალურ კიევს - სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ის ოფიციალურად დაამტკიცა თეთრმა სახლმა.