ავტორი:

"ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს" - რა ინფორმაციას აქვეყნებს BBC

"ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს" - რა ინფორმაციას აქვეყნებს BBC

ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს. ევროკავშირში მათი გაწევრიანების განაცხდების განხილვას ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს ხელი.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედმა წარმომადგენლებმა ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

BBC-ის ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოსაზრების წარმოსადგენად კომისიას მოიწვევენ.

ბრიტანული მედიასაშუალება ასევე აზუსტებს, რომ შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს.

ამასთანავე, თუკი პროცესმა წარმატებით ჩაიარა, სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.