ავტორი:

განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინაში - Reuters - ის ფოტოები

განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინაში - Reuters - ის ფოტოები

Reuters - ი აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია უკრაინაში, ოკუპანტი რუსეთის განადგურებული სამხედრო ტექნიკა. რუსეთი უკრინას 24 თებერვალს დაესხა თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, ომის დაწყების დროიდან ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტმფრენი და სხვა მცირე ზომის სამიზნე გაანადგურეს.

7 მარტის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, გაანადგურეს 117 რუსული საარტილერიო სისტემა, 50 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა და 68 ვერტმფრენი.

უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ განადგურებულია რუსეთის კუთვნილი 290 ტანკი, 46 თვითმფრინავი, 7 უპილოტო საფრენი აპარატი, 23 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ერთეული, 999 ჯავშანტრანსპორტიორი, 454 ავტოტრანსპორტი, 60 ცისტერნა და 3 ხომალდი.