ავტორი:

"ალბათ პირველად ნაცისტების შემოსევის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოებით. ძვირფასო პარტნიორებო, დეჰიდრატაციისგან ბავშვი გარდაიცვალა 2022 წელს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ალბათ პირველად ნაცისტების შემოსევის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოებით. ძვირფასო პარტნიორებო, დეჰიდრატაციისგან ბავშვი გარდაიცვალა 2022 წელს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დამნაშავეები არიან ოკუპანტები, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც უკვე 13 დღეა სადღაც დასავლეთში, კაბინეტებში ვერ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

"ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს სუმი, საჰაერო ბომბებით. ჩვენი მშვიდობიანი ქალაქი, რომელიც რუსეთს არასდროს დამუქრებია ისტორიაში! კეთილი, მშვიდი, გულწრფელი სუმის რეგიონი, რომელსაც ჯოჯოხეთად აქცევენ. მარიუპოლი. მშვიდობიანი და შრომისმოყვარე ქალაქი ყოველგვარი შინაგანი ბოროტების გარეშე. ალყაში მოაქციეს, დაბლოკეს და აწამებენ. ოკუპანტებმა შეგნებულად გაწყვიტეს კომუნიკაცია. ისინი შეგნებულად ბლოკავენ საკვებისა და წყლის მიწოდებას. თიშავენ ელექტროენერგიას. მარიუპოლში, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ალბათ პირველად ნაცისტების შემოსევის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოებით. მომისმინეთ დღეს, ძვირფასო პარტნიორებო. დეჰიდრატაციისგან ბავშვი გარდაიცვალა 2022 წელს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკვე 13 დღეა, რაც ესმის დაპირებები.

"უკრაინაში ყველა ადამიანის სიკვდილის პასუხისმგებლობა საჰაერო დარტყმებისა ბლოკირებულ ქალაქებში, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფოს ეკისრება. რუს სამხედროებს. მათ, ვინც გასცემს და ახორციელებს კრიმინალურ ბრძანებებს, ვინც არღვევს ყველა წესს, ვინც მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელ ხალხს. დამნაშავეები არიან ოკუპანტები, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც უკვე 13 დღეა სადღაც დასავლეთში, სადღაც კაბინეტებში ვერ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება. მათზე, ვინც ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო უკრაინის ცის დახურვა რუსი მკვლელებისგან, ვინც არ იხსნა ჩვენი ქალაქები საჰაერო თავდასხმებისგან ამ ბომბებიდან, რაკეტებიდან, მაგრამ ეს შეუძლია, ვინც არ გვეხმარება ბლოკადის მოხსნაში", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასობით ათასი ადამიანი ქალაქებში არის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზე.