"Independent Spirit Awards"-ზე დამსწრე მსახიობებმა რუსეთ -უკრაინის ომზე საუბრისას, პუტინს შუა თითი უჩვენეს -"დაახვიე" და სახლში წადი, პუტინ!"

"Independent Spirit Awards"-ზე დამსწრე მსახიობებმა რუსეთ -უკრაინის ომზე საუბრისას, პუტინს შუა თითი უჩვენეს -"დაახვიე" და სახლში წადი, პუტინ!"

2022 წლის "Independent Spirit Awards"-ზე, რომელიც გუშინ სანტა მონიკაში ჩატარდა, კრისტენ სტიუარტმა და ნიკ ოფერმანმა სხვა მსახიობებთან ერთად, ვლადიმერ პუტინს შუა თითი უჩვენეს. დაჯილდოებაზე შეკრებილმა ვარსკვლავებმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრისა და ომის წამოწყებისთვის, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და 1.7 მილიონზე მეტი უკრაინელის ქვეყნიდან იძულებით გაქცევისთვის აღშფოთებული მონოლოგები მიუძღვნეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბევრი მსახიობის გამოსვლაში იყო ნახსენები, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ცერემონიის წამყვანებმა გამოაცალკევეს, რათა პერსონალურად მისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტი (შუა თითი) და F სიტყვა მიეძღვნათ. ნიკ ოფერმმა, რომელიც თავის ცოლთან ერთად უძღვებოდა დაჯილდოებას, ცერემონიის გაგრძელებამდე სიტყვა წარმოთქვა:

"ვიდრე გავაგრძელებდეთ, მინდა, ერთი წუთი მივუძღვნათ უკრაინელი ხალხისთვის საუკეთესო სურვილების წარმოთქმას და მშვიდობა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ომი შეეხო".

მეგან მულალმა კი, რომელსაც ცერემონია ოფერმანთან ერთად მიჰყავდა, დაამატა:

"მგონი, ყველას სათქმელს ვამბობთ, როცა სწრაფი გამოსავლის პოვნასა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოვთქვამთ. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ: "დაახვიე" და სახლში წადი, პუტინ". ოფერმანმა განაგრძო მისი მეუღლის სიტყვა:

"დიახ, ეს ის სწრაფი გამოსავალია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვინდა, ვლადიმერ პუტინმა "დაახვიოს" და სახლში წავიდეს. დასასრულისთვის, ყველანი გავერთიანდეთ და ჩვენებურად ენერგიულად გავაცილოთ: ეს პუტინს! " - და შუა თითი უჩვენა მან და მისმა მეუღლემ კამერას.

ჰოლივუდის მსახიობებს შორის, ვინც წამყვანების ენთუზიაზმს შეუერთდნენ, კრისტენ სტიუარტიც იყო და მანაც დაუფიქრებლად უჩვენა რუსეთის პრეზიდენტს შუა თითი. მოგვიანებით, როცა ვარსკვლავს ჯილდოც არგუნეს, სამადლობელ ტექსტში უკრაინის ომზე ილაპარაკა და დაზარალებულებს მიმართა:

"ჩვენ ყველანი დამოუკიდებლობის, თავისუფალი სიტყვის, ჰუმანურობის მხარეს ვდგავართ და უკრაინის ხალხს მხარს ვუჭერთ! ისინი ამ ყველაფრის დასაცავად სიცოცხლეს წირავენ. ყველანი იმ ასიათასობით ლტოლვილის გვერდში ვდგავართ, ვისაც ომის გამო ქვეყნიდან წასვლა უწევთ. არასდროს უნდა უგულვებელვყოთ სიმამაცის, თანაგრძნობის და ურთიერთგაგების ძალა".

წყარო: newshub