ავტორი:

"უნდა ვეცადოთ, ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს" - ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის მხარდასაჭერ საღამოზე, "ერთად უკრაინისთვის" მიიღებს მონაწილეობას

"უნდა ვეცადოთ, ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს" - ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის მხარდასაჭერ საღამოზე, "ერთად უკრაინისთვის" მიიღებს მონაწილეობას

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საღამოზე - "ყველა ერთად უკრაინისთვის“, მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ franceinter.fr წერს.

ხატიამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ჩვენ ვიცით, რა არის კარგი და რა - ცუდი და ვიცით სად არის დღეს პრიორიტეტები. მთავარი ადამიანია. ეშმაკის, ბოროტების პირისპირ აქტიური პაციფისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვეცადოთ, ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს.

ყველაზე თავისუფლად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ვივიწყებ საკუთარ ეგოს, ჩემს არსებობას. ზოგჯერ მუსიკა ჩვენს განწყობაზე ძლიერია. ის მიგვიყვანს კონკრეტულ ემოციებამდე. სწორედ ამას აკეთებდნენ შოპენის მსგავსი გენიოსები. თითქოს სული სხეულს სხვა ადგილიდან უყურებს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება არის რაღაც ძალიან მშვენიერი. ამას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ შეგვახსენოს თავისი ქმედებებით და საკუთარი თავისუფლებით ამ სილამაზის შესახებ, რომელიც ზოგჯერ რენესანსს ჰგავს", - ამბობს ხატია ბუნიათიშვილი.