ავტორი:

ჯო ბაიდენი დღეს სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს - CNN

ჯო ბაიდენი დღეს სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს - CNN

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად გააკეთებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო - აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, ვიდრე აშშ.

ჯო ბაიდენი სპეციალურ მიმართვას ადგილობრივი დროით 10:45-ზე გააკეთებს.

ამასთან BBC წერს, რომ ამ დროისათვის ევროპის ტერიტორიაზე გაზის იმპორტის დაახლოებით 40% რუსეთიდან ხდება და რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში ევროპას "ძალიან ცოტა" არჩევანი აქვს. ინდუსტრიის ექსპერტი ტომ მარზეკ-მანსერი აცხადებს, რომ რუსეთსიგან გაზის მიღების შეწყვეტას მყისიერი გავლენა ექნება და ფასები წარმოუდგენლად სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს იმავე გაზის მიწოდებას სხვა ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი და ევროპისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა მასაც ძალიან დააზიანებს.