ავტორი:

"დაუპატიჟებელი "სტუმრები" უკან უნდა გავუშვათ ჩვენი მიწიდან" - რა წერს უკრაინელი ქორეოგრაფი, რომელიც წლების წინ საქართველოდან ჩერტკოევთან სკანდალის გამო წავიდა

"დაუპატიჟებელი "სტუმრები" უკან უნდა გავუშვათ ჩვენი მიწიდან" - რა წერს უკრაინელი ქორეოგრაფი, რომელიც წლების წინ საქართველოდან ჩერტკოევთან სკანდალის გამო წავიდა

უკრაინაში ცნობილი ქორეოგრაფი დიმიტრი დიკუსარი ახლა ფრონტის წინა ხაზზეა. დიმას ქართველები კარგად იცნობენ, ის წლების მანძილზე ჩამოდიოდა თბილისში და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ქორეოგრაფი გახლდათ.

პროექტი 2014 წელს გოჩა ჩერტკოევთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სხვა ქორეოგრაფებთან ერთად დატოვა. თუმცა როგორც მისი ალბომიდან გავარკვიეთ, ბოლო წლებში ისევ დაბრუნდა პროექტში და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

დიმიტრის "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილე ქართველები კარგად იცნობენ. მათ შორის არის ეკო ფანგანიც, რომელიც წერს:

- დიმ, როგორ მიყვარხარ, დიდება უკრაინას! ჩვენი ქართული “ცეკვავენ ვარსკვლავების” მრავალი სეზონის ქორეოგრაფი დმიტრი დიკუსარი.

თავად დიმა კი სოციალურ ქსელში სამხედრო ფორმაში გადაღებულ რამდენიმე წამიან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

- ჩემს ირგვლივ ვხედავ ნათელ ადამიანებს ანთებული თვალებით. გეოგრაფიის მასწავლებელი, კომბაინის მძღოლი, მექანიკოსი, 3D დიზაინერი, სატვირთო მანქანის მძღოლი, სამი შვილიშვილის ბაბუა... და ყველა მათგანს ერთი აზრი აერთიანებს - "თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები“.⠀

ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე! ყველას გვსურს დაუპატიჟებელი "სტუმრები“ უკან გავუშვათ ჩვენი მიწიდან და ჩვენი წინაპრების მიწიდან! არავის უნდოდა ომი.

ვიცი, რომ ამ პოსტს კითხულობენ ის არაადამიანები, რომლებსაც სხვისი მიწის დასაკუთრება სურთ. ახლა ჩვენ ყველანი ჩვენი სამშობლოს ძმები ვართ, ლამაზი და საყვარელი უკრაინა! და ყველაფერი, რაც მინდა გითხრათ, არის "დიდება უკრაინას!"⠀