პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თემთა პალატის წინაშე გამოსვლას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ჯონსონის თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა მეთოდს, რომ ,,პუტინის შეჭრა წარუმატებელი იყოს"
"პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რაც შეგვიძლია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, რომ პუტინის შეჭრა წარუმატებელი იყოს და უკრაინა კვლავ თავისუფალი იყოს", - წერს ჯონსონი.