ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 800 000 ბავშვია, - აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია Save The Children-ი აქვეყნებს.
მათი ცნობით, ბევრ ბავშვს საზღვრის გადაკვეთა დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე უწევს.
"მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ, გულის ამაჩუყებელ ზომებს თავიანთი შვილების დასაცავად. ეს მოიცავს მათი შვილების მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გაგზავნას, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ უკრაინის ფარგლებს გარეთ, ხოლო თავად სახლში რჩებიან თავიანთი სახლების დასაცავად“, - აცხადებს Save The Children-ის წარმომადგენელი ირინა საღოიანი.