ავტორი:

ატირებული ბავშვი ზოლიან ქურთუკში - რა ბედი ეწია 4 წლის ბიჭს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის სახედ იქცა

ატირებული ბავშვი ზოლიან ქურთუკში - რა ბედი ეწია 4 წლის ბიჭს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის სახედ იქცა

ატირებული უკრაინელი ბიჭუნას ვიდეომ მთელი მსოფლიო შეძრა. როგორც მედიაში გავრცელებული კადრების აღწერაში იყო ნათქვამი, ვიდეო უკრაინა პოლონეთის საზღვართან გადაიღეს. თავდაპირველად ის ბრიტანულმა "დეილი მეილმა" გაავრცელა.

ვიდეოში ბიჭი სულ მარტო ჩანდა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურ ქსელში მის კადრებს აზიარებდა და რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით აპროტესტებდა (ნახეთ ვიდეო).

ლტოლვილი პატარა ბიჭი უკრაინაში რუსული ინტერვენციის სახედ იქცა და ალბათ, მომავალში, როცა ომი დასრულდება და როცა ადამიანები ამ ომს გაიხსენებენ, პირველ რიგში, სწორედ ფერად ზოლებიან ქურთუკში გამოწყობილი ბავშვი გაახსენდებათ.

ხელოვანი ადამიანებისთვის ის შთაგონების წყარო გახდა მთელ მსოფლიოშიც და მათ შორის, საქართველოშიც - დახატეს მხატვრებმა, კომპოზიტორებმა კი ახალი, სევდიანი კომპოზიციები მიუძღვნეს.

ადამიანებს აინტერესებთ თუ რა ბედი ეწია ბავშვს და როგორ არის ის ახლა.

პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭი, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა, 4 წლის ვალერია. მათივე ცნობით, სოციალურ ქსელებში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და ბავშვი მარტო არ ყოფილა. მან ოჯახთან ერთად დატოვა სამშობლო.

ბავშვმა საზღვარი ოჯახთან ერთად გადაკვეთა

მათივე ცნობით, პოლონელი მესაზღვრეებისგან პატარამ საჩუქრად ტკბილეულიც მიიღო და ახლა მასზე და მის ოჯახზე შესაბამისი უწყებები ზრუნავენ.

#StopFakeNews
Informujemy,że wbrew niestety rozpowszechnianym w mediach informacjom,4-letni Walerij z🇺🇦nie przekroczył granicy sam,był razem ze swoją rodziną. Na przejściu granicznym #PSGMedyka dostał od funkcjonariuszy słodkie upominki.
On i jego rodzina są bezpieczni w Polsce🇵🇱 pic.twitter.com/7vkq6LBU2n
— Straż Graniczna (@Straz_Graniczna) March 8, 2022