ავტორი:

Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ

Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ

Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაყიდვებს აჩერებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ McDonald's--მა ქვეყანაში ყველა, 847-ვე რესტორანი დახურა, სადაც 62 000-მდე ადამიანია დასაქმებული (წაიკითხეთ ვრცლად)

ამასთან, რუსეთში იხურება Starbucks-ის ასობით მაღაზია. ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის ნაწილის გაყიდვას წყვეტს კომპანია PepsiCo-ც. კერძოდ, აიკრძალება კომპანიის სასმელების გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით გაგრძელდება რძისა და ბავშვთა კვების პროდუქციის გაყიდვა. რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა კომპანია Coca-Cola-მაც.