ავტორი:

"როგორც იტყვიან ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ ეს საქმე თავიდან აიცილა"- გიგი უგულავა

"როგორც იტყვიან ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ ეს საქმე თავიდან აიცილა"- გიგი უგულავა

"როგორც იტყვიან ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ მაინც ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ თავიდან აიცილა ეს საქმე" - ასე აფასებს ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.

გიგი უგულავას შეფასებით, აღნიშნულ საქმეში დამნაშავე და მოძალადე ბადრი გავაშელიშვილია, მაგრამ ამაზე მართლსამჯულება დუმს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში. მისივე თქმით, ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის ვინ დაავალა, ან რამდენი გადაუხადეს.

"ეს საქმე თავისი შინაარსით და თემატიკით აბსურდულია, უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისთვის აბუჩად ასაგდები. მოსამართლეს შეეძლო კამერების ჩანაწერები ამოეღო და ეს 2 წლიანი გაუთავებელი შოუ, ტაკიმასხარაობა სახელად "საქართველოს მართლმსაჯულება“ არ მოხდებოდა. მკაფიოდ იქნებოდა დადგენილი, რომ მოძალადე იყო გავაშელიშვილი. დამნაშავე და მოძალადე გავაშელიშვილია, რომელიც იქ დავალებით მოვიდა, ამაზე მართლმსაჯულება დუმს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში, არა ის, ჯარიმას მომისჯიდა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ორი ადამიანი მოვიდა დავალებით იმისთვის, რომ ჩვენზე ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა, დაიწყო ჩხუბი და პასუხიც მიიღო. ნებისმიერი მოძალადე მიიღებს ადეკვატურ, პროპორციულ მაგრამ მკაცრ პასუხს, არავინ არ შეეგუება "ზონდერების“ მიგზავნას, დაჩაგვრას და საქმის მის წინააღმდეგ აღძვრას. ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის ვინ დაავალა და რამდენი გადაუხადეს ამ საქმეში“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნეს. შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს, მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ.