ავტორი:

როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი

როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი

რძის პროდუქტები ჩემი ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ არსებული სტანდარტით, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მინიმუმ ერთი ჭიქა რძე, ნახევარი ჭიქა ხაჭო და დაახლოებით 40 გრ. კარაქი უნდა მიიღოს. მას შემდეგ ვცდილობ, ეს რეკომენდაცია აქტიურად დავიცვა. რამდენიმე დღის წინ, სუპერმარკეტში „დღის პროდუქტები“ შევიძინე და ჩემი ყურადღება „დღის კარაქის“ შეფუთვაზე დაბეჭდილმა საინტერესო ამბავმა მიიქცია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ „დღის პროდუქტებზე“ საინტერესო და შემეცნებითი ფაქტების წაკითხვაა შესაძლებელი. კარაქის შეფუთვაზე კარაქის სადღვებელას გამოგონების ამბავი ეწერა. ეს ისტორია, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, ჩემი შთაგონების წყარო გახდა და გადავწყვიტე, კარაქზე ისეთი ფაქტები მომეძიებინა, რომლებიც ბევრისთვის უცნობია.

კარაქის მავნებლობის შესახებ უამრავი მითი არსებობს, რომლისაც დღემდე ბევრს სჯერა. სინამდვილეში, კარაქი ნატურალური რძის პროდუქტია, რომელიც მდიდარია მინერალებით: კალცი, ფოსფორი, B ვიტამინი, კალიუმი და D ვიტამინით. ის ცილების არაჩვეულებრივი წყაროა. რეალურად, კარაქი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მთავარია მიიღოთ ის ზომიერად და, რაც მთავარია, შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი.

10 საინტერესო ფაქტი კარაქზე:

ფაქტი #1

ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მოხერხებულობით. დღესაც, ქართული სოფლები რომ მოიაროთ, უამრავ საინტერესო და უცნაურ გამოგონებას წააწყდებით. გურიის ერთ-ერთ სოფელში ძმები ცხოვრობდნენ, რომლებმაც ბეტონის ამრევი მანქანის პრინციპზე მომუშავე კარაქის სადღვებელა შექმნეს. ძმებს ყოველდღიურად უწევდათ ქალაქში ცხენებით ჩასვლა, სადაც სხვადასხვა რძის პროდუქტს ყიდდნენ, მათ შორის, კარაქსაც. დაკვირვების შედეგად მიხვდნენ, რომ კარაქის დღვებაზე ენერგიისა და დროის კარგვა უაზრობა იყო. ასე შექმნეს სადღვებელა, რომელსაც ცხენზე მარტივად მიამაგრებდნენ და გზაში ქალაქში ჩასვლამდე ნაღები კარაქად იქცეოდა. თანასოფლელებს ეს შემთხვევა არ გაჰკვირვებიათ. ძმებს სხვა გამოგონებაც ბევრი აქვთ, მათ შორის კარტოფილის მთესავი აპარატი და ჭკვიანი სარწყავი მექანიზმი.

ფაქტი #2

კარაქი პირველად ძვ. წ. 1500-დან 2000 წლების შუალედში, ძველ ინდოეთში გამოჩნდა, მაგრამ მისი წარმოების პირველ შემქმნელებად ძველი ებრაელები ითვლებიან. ისინი კარაქს ძველ აღთქმაშიც ახსენებენ. ძველად, სუფრაზე კარაქის არსებობა ოჯახის კეთილდღეობაზე მეტყველებდა.

ფაქტი #3

კარაქი ცხიმიანობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: „ტრადიციული“ - 82,5%, „სამოყვარულო“ - 80% და ე. წ. გლეხური კარაქი - 72,5%. კარაქის მწარმოებელი ექსპერტების აზრით, კრემისებრი სტრუქტურა და პასტერიზაცია ყველაზე ჰარმონიულად შერწყმული გლეხურ კარაქშია. ის ინარჩუნებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ანელებს პროდუქტში დაჟანგვის პროცესებს. „გლეხური კარაქის“ ცხიმიანობა შედარებით დაბალია. ის პასტერიზებული ნაღებისგან მზადდება. ამ ტიპის კარაქი ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

ფაქტი #4

კარაქში იმდენი A ვიტამინია, რამდენიც არ არის მცენარეულ ზეთში. ის კარგია არა მხოლოდ მხედველობისა და კანისთვის, არამედ იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. უფრო მეტიც, ზამთარში ადამიანის ორგანიზმისთვის კარაქი აუცილებელია. დილით კარაქის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი ჰიპოთერმიისგან დაიცვათ.

ფაქტი #5

1 კგ. ნაღების კარაქის მომზადებას დაახლოებით 27-30 ლ. რძე სჭირდება.

ფაქტი #6

კარაქის ფერი დამოკიდებულია ძროხის საკვებზე და ბალახზე. ზამთარში, ნატურალური ნაღების კარაქი ღია ფერისაა, ზაფხულში კი ყვითელი.

ფაქტი #7

შიგთავსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კარაქის შეფუთვა. ყველამ არ იცის, რომ კარაქი მზის შუქზე კარგავს ვიტამინებს და ღირებულ თვისებებს. ყვითლდება და უსიამოვნო გემოს იძენს. ამიტომ არასოდეს იყიდოთ ის პერგამენტის ქაღალდში ან პოლიეთილენის პარკში გახვეული. ასეთი პროდუქტი უკვე აღარ ითვლება ჯანსაღად.

ფაქტი #8

კარაქი რძის შედღვების შედეგად მიიღება. ამ პროდუქტის დამზადების ორი მეთოდი არსებობს - რძის სეპარაცია და მუდმივი დღვება. ორივე მეთოდის გამოყენებით, მიიღება განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთი და იმავე სარგებლის მქონე კარაქი. ნაღების კარაქი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80%-დან 90%-მდეა. თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ეს კარაქი ნატურალურია. რძის ცხიმს, რძესთან ერთად, რძის ფხვნილიც შეიცავს. სწორედ ამიტომ, რძის ფხვნილიც ნატურალურ ნედლეულად მიიჩნევა. როდესაც ეტიკეტზე არის წარწერა - ,,სპრედი” - ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს. სპრედი ევროპელების პოპულარული, დიეტური პროდუქტია.

ფაქტი #9

გაყინვისას კარაქი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მას უნარჩუნდება პლაზმის შემადგენელი ცილების, ვიტამინებისა და მინერალების ერთობლიობა, რაც კარაქის საგემოვნო თვისებებს განსაზღვრავს. ამდენად, გაყინული კარაქი ისეთივე სასარგებლო პროდუქტია, როგორც გაუყინავი.

ფაქტი #10

მსოფლიოში, ერთი წლის განმავლობაში, 5 მილიონ ტონაზე მეტი კარაქი მოიხმარება.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ?

თეა ინასარიძე