ავტორი:

კახეთში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

კახეთში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

კახეთში, სოფელ კარდენახში 32 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თანასოფლელი ავტომობილით განზრახ დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე ახალგაზრდები სუფრასთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც დაპირისპირება დაიწყო.