ავტორი:

რამზან კადიროვმა იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩეჩნეთში შესვლა აუკრძალა, თუმცა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებს, თუ ჩეჩნეთის ფსიქიატრიულ კლინიკებს ესტუმრებიან

რამზან კადიროვმა იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩეჩნეთში შესვლა აუკრძალა, თუმცა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებს, თუ ჩეჩნეთის ფსიქიატრიულ კლინიკებს ესტუმრებიან

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა და მათ ჩეჩნეთში შესვლა აუკრძალა. მიზეზი იაპონიის მიერ კადიროვისთვის დაწესებული სანქციებია.

როგორც lenta.ru წერს, კადიროვმა განცხადება "ტელეგრამზე", თავის არხზე გამოაქვეყნა.

"ქვეყანა, რომელსაც აქვს ზნეობისა და კეთილშობილური ქცევის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის განცალკევებით დგას მთელი მსოფლიოსგან, მოულოდნელად ევროპისკენ გადაიხარა“, - წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ იაპონიის ხელისუფლებამ მას აუკრძალა ქვეყანაში ფინანსური საქმიანობა, ასევე გაუყინა აქტივები, რომელიც მისივე თქმით, "იაპონიაში არ გააჩნია."

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მხოლოდ “ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული კლინიკების” მონახულების შემთხვევაში დაუშვებს. მან დაამატა, რომ “მიუფურთხებია ნებისმიერი სანქციისთვის, ნებისმიერი მხრიდან.”

ცნობისთვის, ტოკიომ პერსონალური სანქციები დაუწესა 20 რუსსა და 12 ბელარუსს, ასევე ორ რუსულ და ათ ბელარუსულ ორგანიზაციას. კადიროვის გარდა, იაპონიის სანქციები შეეხო ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიევს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი გრიმოვს, მეწარმეებს ბორის როტენბერგსა და ალიშერ უსმანოვს, პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს და სხვებს.