ავტორი:

"იყო ბრძანება გაგვეხსნა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის" - რას ჰყვება ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი

"იყო ბრძანება გაგვეხსნა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის" - რას ჰყვება ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი

ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცის თქმით, მათ ხარკოვის სამ დღეში აღების ბრძანება ჰქონდათ. ამის შესახებ ის უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

მისივე თქმით, ჯარისკაცებს სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ჰქონდათ ნებართვა, ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც გაეხსნათ.

"იყო ბრძანება ქალაქის აღების შესახებ, უნდა მოგვეხდინა ყველა ძირითადი გზის ოკუპირება, გადაგვეკეტა სამოქალაქო გასასვლელები და დაგვეკავებინა ხარკოვი. ასევე, იყო ნებართვა, გაგვეხსნა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის", - განაცხადა რუსეთის ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა.

ამასთანავე, რუსმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ "ბლიცკრიგი“ არ გამოვიდა, მისი შემადგენლობის თითქმის ყველა წევრი მოკვდა, გადარჩენილთა შორის კი მხოლოდ ის და კიდევ ერთი ჯარისკაცი იყვნენ, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ.

ტყვედ ჩავარდნილმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ ხარკოვის აღების შემდეგ, მათ სვლა უკრაინის სიღრმეში უნდა გაეგრძელებინათ, სხვა ქალაქების დასაპყრობად.