ავტორი:

რუსეთი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში "ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს" ინახავს

რუსეთი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში "ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს" ინახავს

"აშშ უკრაინაში ბიოლოგიურ პროგრამებს ახორციელებს" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზახაროვამ მოითხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაამჟღავნოს დეტალები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და იქვე დასძინა, რომ მან პირადად ნახა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მათ მტკიცებას, რომ ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან ახლოს ინახავენ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის მტკიცებით, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო პირდაპირ აწარმოებს აღნიშნულ ბიოლოგიურ პროგრამას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა რუსულ მედიაში განაცხადა, რომ ამერიკა ჭირს, ჯილეხსა და ქოლერას ავითარებდა ბიოლოგიურ ომში გამოსაყენებლად.