ავტორი:

"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

შანაიმ ყველაფერი დაკარგა, ყველა მისი ოცნება დასრულდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გაიცინებს, ის ვერასდროს იგრძნობს სითბოს, როცა ჩაეხუტება დედას და ვერასდროს გახდება თავად დედა, - ამის შესახებ მოკლული შანაი ბრუკი ედვარდსის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულის მიმართ უვადო პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს და სწორედ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება პასუხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის უდანაშაულო ქალის სიცოცხლე.

"მე მოვედი თქვენ წინაშე, როგორც შანაის ძმა, ჩვენი ოჯახის და შანაის მეგობრების სახელით. შანაი იყო მხიარული, პოზიტიური ენერგია ჰქონდა, რომელიც ოჯახს ავსებდა. ის ბევრ ადგილას არის ნამყოფი. მაგალითად, ის უსახლკარო ადამიანებს სახელით იცნობდა, მათ ესაუბრებოდა. ის ამერიკაში, როგორც მოხალისე, ეხმარებოდა უპატრონო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განათლების მიღებაში, ის ასევე პოლონეთში ბავშვთა ბანაკში მუშაობდა, თბილისში მან ვაქცინაცია გაუკეთა კნუტებს, ქართული სახელებიც კი დაარქვა მათ. ეს არის ქალის ის ტიპი, როგორიც შანაი იყო, ის იყო მოკრძალებული, კეთილი, მზრუნველი, ის ირგვლივ ყველას სიყვარულით ეპყრობოდა და ასე ექცეოდნენ მასაც. შანაიმ მისი მოკლე სიცოცხლე აავსო იმ საქმიანობით, რაც მას უყვარდა - თოვლი, წყალი, ადამიანები და მათი კულტურა. გასაკვირი არ არის, რომ მას საქართველო შეუყვარდა. იმ ქვეყნებიდან, სადაც შანაი მოხალისედ მუშაობდა, საქართველოც იყო, რომელმაც მისი გული დაიპყრო. 2021 წლის 30 ივლისს, შანაი აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა - ბუნებაში დადიოდა. შეუძლებელია აქ იდგე და განადგურებისა და მწუხარების ხარისხი გამოხატო, რაც ჩვენ გამოვიარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა და კედელს მიენარცხა. ყველაფერი, რაც მოყვება მწუხარებას, ყოველდღიურად განვიცდით. ყველა ჩვენი სხვა საზრუნავი ფერკმრთალი გახდა და გაუჩინარდა, ეს ყველაფერი ენით აუწერელმა მწუხარებამ ჩაანაცვლა. თუ მწუხარებას ტალღებად გავზომავთ, შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიძირებით.

შანაი ყოველთვის ჩემთვის ყველაზე საჭირო იყო, ცრემლები მახრჩობს, როცა ვიაზრებ, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი. შანაის დაკარგვა, ეს უდიდესი დანაკარგია ჩვენი მთელი ცხოვრებისთვის. მისი საბოლოო სიტყვები ბოლო ზარისას გამოხატავს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს სიტყვები არის - ძალიან გთხოვ, მოაშორე ხელი, რატომ აკეთებ ამას. შანაიმ ყველაფერი დაკარგა, ყველა მისი ოცნება დასრულდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გაიცინებს მის მეგობრებთან ერთად, ის ვეღარასდროს მოუსმენს მის საყვარელ სიმღერებს, ვერასდროს ჩაიცვამს ლურჯს და მწვანეს, ვერასდროს იგრძნობს სითბოს, როცა ჩაეხუტება დედას და ვერასდროს გახდება თავად დედა. მისი მამა ვერასდროს მიაცილებს მას საკურთხევლამდე ქორწინების დღეს. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, განუზომელია - სიცოცხლე, რომელიც უპირობოდ დაპაუზდა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ყოფნა ვერ შევძელით.

გუშინ ქალთა საერთაშორისო დღე იყო, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის უსაფრთხოება თქვენ ქვეყანაში? რა ღირებულება აქვს თქვენს სახელმწიფოში უდანაშაულო ქალის სიცოცხლეს? რამდენად ძლიერი არის მცდელობა, მოხდეს მკვლელობის პრევენცია? ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება პასუხი ამ შეკითხვებზე. ჩვენ ოჯახი ელის სამუდამო პატიმრობას, შანაი ამას იმსახურებდა, ჩვენი ოჯახი და საქართველო ამას იმსახურებს. ჩვენი ოჯახი მის მობოდიშებას არ მიიღებს, შანაის ძვირფასი მეგობრები საქართველოში, მის ბოდიშს არ მიიღებენ. ბრალის აღიარება, ეს არ არის პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კეთილი ნება, ეს არ იმსახურებს შენდობას. ჩვენი გონება ვერ აღიქვამს რეალობას, თუ რა მოუვიდა, ჩვენ დას. ჩვენ ოჯახს ის დარჩენია, შანაის მოკლე ცხოვრებას მოეფეროს",- განაცხადა ტაისონ ედვარდსმა.

იხილეთ ასევე: