ავტორი:

დმიტრო კულება სერგეი ლავროვს შეხვდება - რა მოლოდინები აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს?

დმიტრო კულება სერგეი ლავროვს შეხვდება - რა მოლოდინები აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს?

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავშეკავებული მოლოდინები მაქვს, არ ვამყარებ მასზე რაიმე გადაჭარბებულ მოლოდინებს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ხვალისთვის ჩანიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კულებას ინფორმაციით, წინადადებები, რომლებსაც ის წამოაყენებს, შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, მესამე საკითხი კი ჰუმანიტარული საკითხების უპირობო მოგვარება იქნება.

"თუმცა ეს უკვე არა ჰუმანიტარული საკითხები, არამედ კატასტროფებია, შექმნილი რუსეთის ჯარის მიერ,“- განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ძლიერია, ამიტომ მაქსიმალური შედეგების მიღებას შეეცდება მოლაპარაკებების გზით. თუმცა მან ასევე განმარტა, რომ მოლაპარაკებების შედეგები მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმ ინსტრუქციებსა და დირექტივებზე, რომლებითაც ლავროვი თურქეთში ჩადის.

"ვიმედოვნებ, რომ ლავროვი ამ მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად მიუდგება და არა პროპაგანდისტული პერსპექტივიდან. მიუდგება საკითხს გამოსავლის რეალური ძიების კუთხით, თუ როგორ შევწყვიტოთ ეს ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო", - განაცხადა კულებამ.

მან უკრაინელებს სთხოვა უკრაინულ გუნდს წარმატებები უსურვოს და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს.