დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.
როგორც სააკაშვილი წერილში წერს, ეზიზღება ომი, რადგან შენება უყვარს.
"მე მეზიზღება ომი. ომი ნგრევაა, მე კი შენება მიყვარს. ჩვენ არ ვართ ომის პარტია, მაგრამ როდესაც 2008 წელს თავს დაგვესხნენ, ისევე დავიცავით თავი, როგორც ამას გმირულად აკეთებენ ჩემი უკრაინელი თანამოქალაქეები.
მაგრამ მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ დამვიწყებია არც აფხაზეთი და არც ცხინვალი და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის. ასევე, მოლდოვა დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და საერთოდ სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი იქნება.
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია - ჩემი ქალაქი.
დიდება უკრაინას!", - წერს სააკაშვილი.