საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებლად თანხა გადარიცხოს. აღნიშნულის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"დედაჩემის და მანანა სანოძის "საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც არ არის კლასიკური ბიზნესი, უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა. იმდენივე, რაც საქართველოს მთელმა მთავრობამ.
მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უამრავი ბიზნესმენი რიცხავს ფულს უკრაინის ფონდში, მიბაძოს ამ მაგალითს და გადარიცხოს ფული.
აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო!" - წერს სააკაშვილი.