ავტორი:

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, პოლონური გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას, რადგან მაღალი რისკის შემცველია - BBC

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, პოლონური გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას, რადგან მაღალი რისკის შემცველია - BBC

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, პოლონური გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ გამოთქვამენ მზაობას, მოკავშირეებთან მუშაობისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის სხვა გზების თაობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპიკერმა ჯონ კირბიმ შეაქო უკრაინის მიერ, მისი ამჟამინდელი შესაძლებლობების სტრატეგიული გამოყენება, რუსეთის შესაჩერებლად, მაგრამ განაცხადა, რომ უკრაინაში თვითმფრინავების დამატება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეცვლის მის ეფექტურობას.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, კირბიმ ასევე დასძინა, რომ პოლონეთის საკუთრებაში მყოფი მოიერიშე თვითმფრინავების აშშ-ს მთავარ სამხედრო ბაზაზე განლაგება, როგორც ამას პოლონეთის მხარე სთავაზობს, არის მაღალი რისკის შემცველი.

მისი თქმით, რუსებმა შესაძლოა, შეცდომით ჩათვალონ, როგორც ესკალაცია.