ავტორი:

"რუსეთში ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს, ანტისაომარ საპროტესტო აქციებზე... მიმართავდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას"- Human rights watch

"რუსეთში ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს, ანტისაომარ საპროტესტო აქციებზე... მიმართავდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას"- Human rights watch

"რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს, ანტი-საომარ საპროტესტო აქციებზე. მათზე, ვინც არ ეთანხმება რუსეთის სამხედრო შეტევას უკრაინაში, სასტიკი დარბევა განხორციელდა" - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან, მომიტინგეების მიმართ, ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი და მათი დაკავებისას, რიგ შემთხვევებში, წამებას ან არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას მიმართავდნენ.

"რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ხალხის შეკრების თავისუფლების უფლებაზე უარის თქმას და ახშობს მათ ხმებს, ვინც არ ეთანხმება რუსეთის ომს უკრაინაში. პოლიციური ძალადობის ესკალაცია ასახავს იმას, თუ რამდენ ხანს აპირებს რუსეთის ხელისუფლება, დააშინოს და გააჩუმოს განსხვავებული აზრი", - განაცხადა Human rights watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

ამასთან, როგორც Human rights watch-ი, OVD info-ზე დაყრდნობით იუწყება, 6 მარტს, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ 69 ქალაქში, დაახლოებით 5000 ადამიანი დააკავა.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პოლიციამ რუსეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდობიანი აქციების დროს, ათობით მომიტინგე დააკავა. ამ დღეს, ქალები მთელს რუსეთში, ომს აპროტესტებდნენ.

იხილეთ ასევე:

"ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ცარიელდება მაღაზიები... ყველაფერი გაძვირდა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა" - რას ჰყვება მოსკოვში მცხოვრები ქართველი