ავტორი:

"მედალი იმ რუს დედას გადაეცით, რომელსაც შვილი ამ უსამართლო ომში დაეღუპა" - ამერიკელი ასტრონავტი მედვედევს იმ მედალს უბრუნებს, რომელიც წლების წინ გადასცეს

"მედალი იმ რუს დედას გადაეცით, რომელსაც შვილი ამ უსამართლო ომში დაეღუპა" - ამერიკელი ასტრონავტი მედვედევს იმ მედალს უბრუნებს, რომელიც წლების წინ გადასცეს

ამერიკელი ასტრონავტი - სკოტ კელი, რუსეთის აგრესიას აპროტესტებს. ის ხმამაღლა გამოთქვამს რუსეთის მიმართ უკმაყოფილებას და "ტვიტერის" გვერდზე პოსტს აქვეყნებს, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე.

კელის რისხვა თავდაპირველად მიმართული იყო რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს - "Roscosmos"-ის და მისი ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის მიმართ, რომელმაც შეურაცხმყოფელი პასუხები გასცა და საბოლოოდ დაბლოკა კიდეც კელი "ტვიტერზე".

სკოტ კელი 2015 წელს რუს კოსმონავტ მიხაილ კორნიენკოსთან ერთად იყო ერთწლიან მისიაზე და რუსული კოსმოსური ხომალდით ორ კოსმოსურ მოგზაურობაშიც იყო. ამგვარმა წარმატებებმა კელის რუსული კოსმოსური ფრენის მედალი მოუტანა, მაგრამ მას ის აღარ სურს.

მან რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს - დიმიტრი მედვედევს მიმართა:

"ბატონო მედვედევ, მე გიბრუნებთ რუსულ მედალს რომელიც "კოსმოსის კვლევაში დამსახურებისთვის" გადმომეცით. გთხოვთ, ის იმ რუს დედას გადაეცით, რომელსაც შვილი ამ უსამართლო ომში დაეღუპა. მედალს ვაშინგტონიდან ფოსტით გავუგზავნი რუსეთის საელჩოს. წარმატებები", - წერს სკოტ კელი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">Господин Медведев, я возвращаю Вам российскую медаль “За заслуги в освоении космоса», которую вы мне вручили. Пожалуйста, отдайте его русской матери, чей сын погиб в этой несправедливой войне. Я отправлю медаль по почте в посольство России в Вашингтоне. Удачи. <a href="https://t.co/n8jMTX34pW">https://t.co/n8jMTX34pW</a> <a href="https://t.co/qpI1YNKps3">pic.twitter.com/qpI1YNKps3</a></p>&mdash; Scott Kelly (@StationCDRKelly) <a href="https://twitter.com/StationCDRKelly/status/1501561522169868293?ref_src=twsrc%5Etfw">March 9, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

წყარო: space.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა