პარტნიორები:
    ავტორი:

    გაერთიანებულმა სამეფომ 7 რუს ბიზნესმენს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა: "არ უნდა არსებობდეს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის..."

    გაერთიანებულმა სამეფომ 7 რუს ბიზნესმენს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა: "არ უნდა არსებობდეს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის..."

    გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ახალი სანქციები დააკისრა. ამჯერად დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, აქტივები 7 რუს ბიზნესმენს გაეყინა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს.

    ბიზნესმენთა შორის, რომლებსაც სანქციები შეეხოთ, ასევე არიან იგორ სეჩინი, ოლეგ დერიპასკა და დიმიტრი ლებედევი.

    ამასთანავე, ცნობილია, რომ აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესების პარალელურად, გაერთიანებულმა სამეფომ გასცა ლიცენზია, რომელიც "ჩელსიში“ რიგი საფეხბურთო ღონისძიებების გაგრძელების უფლებას იძლევა.

    "არ უნდა არსებობდეს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც მხარს უჭერს პუტინის უმოწყალო თავდასხმას უკრაინაზე,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.