რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი ნათია ჭუასელი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოხალისედ წავიდა. იქ ბავშვებისთვის და დედებისთვის სპეციალური ბანაკია მოწყობილი, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს საჭიროებისამებრ ეხმარებიან.
"ვისაც აქაური ამბები გაინტერესებთ, 4 საათიდან ვმორიგეობ. ხალხი საღამოს ნაკლებია, მაგრამ მე თითქმის არ გავჩერებულვარ. უკვე 6 ოჯახი გადავიყვანე ტომაშევის ცენტრში. ლუბიცა დღეს სულ გადავსებულია. ამიტომ 25 კილომეტრზე გვიწევს მგზავრობა" - დაწერა რამდენიმე საათის წინ ნათიამ.
ცოტა ხნის წინ კი ქართველმა ჟურნალისტმა ვიდეოჩართვაში საზოგადოებას სასიამოვნო სიახლეც აცნობა. მისი ინფორმაციით, საზღვარზე ბავშვი დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
"აქ ქალი ჩამოვიდა ფეხმძიმე, 4 შვილის დედა და ბავშვი აქ დაიბადა. ეს პატარა დაიბადა აქ, რებენეში. ახლა გადაჰყავთ კლინიკაში. დედა თავს კარგად გრძნობს. დანარჩენ 4 ბავშვს მე გავყვები, წავალთ იქ, სადაც მათი დედიკო მიჰყავთ.
თავდაპირველად ქალის მდგომარეობა რთული იყო, მას დაბალი ჰქონდა სხეულის ტემპერატურა, მაგრამ მედიკოსებმა მოახერხეს და დედა თავს კარგად გრძნობს. აქ მედიკოსები ძალიან გულაჩუყებულები არიან. გასაოცარი ამბავია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა" - აღნიშნა ნათია ჭკუასელმა ვიდეოჩართვისას.