ავტორი:

აფეთქებები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში და ოკუპანტების მიერ დაბომბილი ბირთვული კვლევის ინსტიტუტი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში

აფეთქებები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში  და ოკუპანტების მიერ დაბომბილი ბირთვული კვლევის ინსტიტუტი  - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში

რუსი ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქისკენ მიიწევენ. გასულ ღამეს ისინი კიევს კიდევ ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ. ამის პარალელურად, არ შემწყდარა დაბომბვა ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში.

მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში:

  • უახლესი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა

რამდენიმე წუთის წინ, რუსეთმა უკრაინის ქალაქები - ლუცკი და დნიპრო პირველად დაბმომბა, - ინფორმაციას BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცკში, ასევე დნიპროში, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქებების ხმა ცოტა ხნის წინ გაისმა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიის ინფორმაციით, ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

"დაახლოებით დილის 6:10 საათზე ქალაქში სამი ავიადარტყმა განხორციელდა, რომლის სამიზნეც საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი კორპუსები გახდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

  • რუსულმა ძალებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჭურვი შენობას მოხვდა, სადაც ზოგიერთმა მოწყობილობამ, მათ შორის ექსპერიმენტულმა ბირთვულმა რეაქტორმა, შეიძლება რადიაცია გამოყოს, თუ ის დაზიანდება.შეგახსენებთ, რუსული ძალები უკრაინაში უკვე აკონტროლებენ ორ ატომურ ელექტროსადგურს, რაც იწვევს შეშფოთებას ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ.

  • რუსული ძალები, ბოლო დღის განმავლობაში კიევს დაახლოებით 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ

CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

"ვხედავთ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ ჯარების წინ წაწევას, ისინი ორი პარალელური ხაზის გასწვრივ არიან და ჩვენი შეფასებით, უახლოესმა ხაზმა კიევის აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრს მიაღწია", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ამჟამად ქალაქი ჩერნიგოვი იზოლირებულია.

ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 775 რაკეტა გაუშვეს.

იხილეთ ასევე: