ავტორი:

"უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს" - რა განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის საბჭო

"უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს" - რა განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის საბჭო

"უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს" - ამის შესახებ ვერსალში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააძლიერებს კავშირებს და გააღრმავებს პარტნიორობას უკრაინასთან, რათა ხელი შეუწყონ მის ევროპულ მისწრაფებებს.

"ევროკავშირის საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული სწრაფვა და ევროპული არჩევანი. ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადის მიღების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და ასევე მოუწოდა კომისიას, წარმოედგინა მისი მოსაზრებები განაცხადთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მოლოდინში, შემდგომი გადადების გარეშე ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას უკრაინასთან, რათა ხელი შევუწყოთ მის სვლას ევროპულ გზაზე. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს,“- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ კომისიას მოუწოდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით.